თუშეთის გზა გაიხსნა

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა გაიხსნა, ავტომობილებისთვის გადაადგილება ამ ეტაპზე უსაფრთხოა.

“ძლიერი სეტყვა და წვიმა იყო მთაში და ხევებიდან ჩამოსული ქვა-ღორღისგან 22-ე და 31 -ე კილომეტრზე გზა ჩახერგილი იყო, თუმცა თუშეთის გზის გაწმენდაზე პასუხისმგებელი კომაპანია შპს,,ენერჯი გრუპის,, ტექნიკა ადგილზე იმყოფება და გზის გაწმენდა დროულად განახორციელა. ამის შემდეგ მანქანებმა შეუფერხებლად შეძლეს გზის გაგრძელება. ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია ფშაველი- აბანო- ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ღამით ავტომანქანით გადაადგილებაზე დაწესდება თუ არა შეზღუდვები”- განაცხადა თუშეთში მერის წარმომადგენელმა, ლადო კახოიძემ.

ცნობისათვის, თუშეთის საავტომობილო გზა ყოველწლიურად, ოქტომბრის ბოლოდან მაისის ბოლომდე სრულად წყდება გარესამყაროს. ამ პერიოდში ადგილობრივების საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, ყოველკვირეულ რეგულარულ რეისებს ვერტმფრენი ასრულებს. თუმცა გზის გახსნის შემდეგ ვერტმფრენი თვეში მხოლოდ ერთ რეისს შეასრულებს და საქართველო- რუსეთის ომალოს სასაზღვრო სექტორზე მომსახურე მესაზღვრეებს გადაიყვანს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად