თურქული მედია: “ისლამური სახელმწიფო” ანტალიაში ტერაქტს გეგმავს

ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები თურქეთში ტერაქტების სერიის განხორციელებას გეგმავენ. როგორც გამოცემა Cumhuriyet წერს, აღნიშნული ინფორმაცია დოკუმენტებით დასტურდება, რომელიც ანკარაში, 2015 წელს აფეთქებების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი, იუნუს დურმაზის კომპიუტერში იპოვეს.

როგორც გამოცემა წერს, თავდასხმით სამიზნეთა სიაში თავდაპირველად თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სოფლები და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროა მითითებული, ასევე  ქურთისტანის დემოკრატიული სახალხო პარტია. გარდა ამისა, მედიის ინფორმაცით, ტერორისტები თავდასხმას ტურისტებისთვის პოპულარულ ადგილებში, მათ შორის ანტალიაში ღამის კლუბებზე გეგმავენ, რომელსაც ასობით ადამიანი სტუმრობს.

Cumhuriyet-ის ინფორმაციით, ექსტრემისტების სამიზნეთა შორის ასევე   ქალაქ გაზიანტეპში, საქორწილო ცერემონიისას მომხდარი ტერაქტი დასახელდა, რომელსაც 51 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ბევრი ხალხი ქუჩაში გავიდა, რათა ქორწილი აღენიშნათ. როგორც თურქეთის ვიცეპრემიერმა განაცხადა, თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა სწორედ აღნიშნულ მომენტში მოიყვანა ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. თურქეთი მომხდარში "ისლამურ სახელმწიფოს" ადანაშაულებს.

იუნუს დურაზი  თურქეთში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ტერორისტად მიიჩნევა. მის დასაკავებლად ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებლად, თურქეთის  ხელისუფლება ჯილდოდ დაახლოებით $ 1.4 მილიონს აწესებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...