თურქმენეთში პრეზიდენტის მიერ დაწერილი წიგნის გამო, მკითხველთა კონკურსი ჩატარდა

ბერდიმუჰამედ ანაევის სახელობის თურქმენეთის თავდაცვის სამინისტროს №1 სამხედრო სკოლაში ლიტერატურული კონკურსი გაიმართა. კადეტებს დაევალათ, ორი თვის განმავლობაში პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვის რომანს Döwlet guşy-ს (“ბედნიერების ფრინველი”) გაცნობოდნენ. ამის შესახებ თურქმენეთის თავდაცვის სამინისტროს ინტერნეტ ჟურნალი იტყობინება.

მათი ცნობით, 14 ოქტომბერს, წიგნის წაკითხვის შემდეგ, კონკურსის მონაწილეებმა ორი ცალკეული ელექტრონული ტესტირება გაიარეს. გამარჯვებულებს საჩუქრები და სერთიფიკატები გადაეცათ.

გამოცემა hronikatm.com-ის ცნობით, ამ სკოლაში ახლა ასეთი კონკურსები რეგულარულად ტარდება. სტუდენტების გარდა, მასში მასწავლებლებიც მონაწილეობენ. ამჟამად პედაგოგები პრეზიდენტის წიგნის Älem içre at gezer-ის წაკითხვის კონკურსში მონაწილეობენ, რომელიც ბერდიმუამედოვის ბაბუას ეძღვნება.

რომანი “ბედნიერების ფრინველი”, რომელიც პრეზიდენტის მამის ახალგაზრდობაზე მოგვითხრობს, 2013 წელს გამოქვეყნდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად