თურქმა სამართალდამცველებმა 950 არალეგალი მიგრანტი დააკავეს

თურქმა სამართალდამცველებმა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით 950 არალეგალი მიგრანტი დააკავეს, როდესაც ისინი მეზობელ საბერძნეთში გადასვლას ცდილობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Hurriyet Daily News-ი ავრცელებს.

“ედირნეში 950 არალეგალი მიგრანტი დააკავეს, რომლებიც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და საბერძნეთში გადასვლას ცდილობდნენ“, – წერს ადგილობრივი მედია.
პოლიციამ და ჟანდარმერებმა საზღვართან უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს, რათა ქვეყანაში მიგრანტების ნაკადის შემოდინება თავიდან აიცილონ.
მსგავსი სიტუაცია რეგიონში 2015 წელს უკვე შეიქმნა, მაშინ მიგრანტებს შორის გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზღვარი გაიხსნებოდა და გერმანია მიგრანტებს მიიღებდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...