თურქი მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ კორონავირუსის 10-წამიანი ტესტი შეიმუშავეს

თურქი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მათ შეიმუშავეს კორონავირუსის ტესტი, რომელიც 10 წამში ადგენს, ინფიცირებულია თუ არა ადამიანი. ამის შესახებ ნათქვამია ანკარის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

პაციენტთა ტესტირების ახალი მეთოდის უპირატესობა, ექსპერტების აზრით, მიღებული შედეგების 99%-ით სიზუსტეა. გარდა ამისა, ამ ტესტს, რომელსაც Diagnovir უწოდეს, არ სჭირდება ცხვირის ტამპონი. ამის ნაცვლად, ნერწყვის აღება ხდება პაციენტის პირის ღრუდან ტამპონის გამოყენებით, შემდეგ კი მას სპეციალური ხსნარს ურევენ და პათოგენის აღმომჩენ ჩიპს უმატებენ. ნანოტექნოლოგიის ეროვნული კვლევითი ცენტრის (UNAM) მეცნიერის ალი აიტაკ სეიმანის აზრით, დადებითი შედეგის მიღება 5-10 წამში შეიძლება. ამასთან, თუ შედეგი უარყოფითია, მაშინ ეს 20 წამის შემდეგ გახდება ცნობილი.

თურქი ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ტესტირების ასეთი მაღალი სიზუსტით და სიჩქარით, შესაძლებელი გახდა ნანოტექნოლოგიური ჩარევით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად