თურქეთში, ტრანსპორტში ადგილების გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვები გაუქმდა

თურქეთში, კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაციის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას საქალაქო და საქალაქაშორისო ტრანსპორტში ადგილების გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმება მოჰყვა.

თურქეთში, განვლილი 24 საათის სტატისტიკის შესახებ ინფორმაცია, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა, ფაჰრეტინ კოჩამ თავის ტვიტერზე გამოაქვეყნა.

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 827 შემთხვევა დაფიქსირდა, 12-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

დღის განმავლობაში ინფიცირებულთა უფრო ნაკლები რაოდენობა თურქეთში ბოლოს 25 მარტს დაფიქსირდა

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით დაფიქსირებულია ინფიცირების 164 769 შემთხვევა – 1 981 ყოველ მილიონ მოსახლეზე.

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში 23 კაცი გარდაიცვალა კორონავირუსით, 2-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით 4 563 კაცია გარდაცვლილი.

კორონავირუსით სიკვდილიანობა თურქეთში 2,77-ის ტოლია, გარდაცვალების სიხშირიანობა კი 54,9-ის.

განკურნებულთა რიგებს განვლილი 24 საათის განმავლობაში 974 კაცი შეემატა. ამ დროისთვის სულ განკურნებულია 128 947 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 78,26%.

განვლილ 24 საათში თურქეთში 31 525 ტესტი ჩატარდა. სულ, თურქეთში, ჩატარებულია 2 070 719 ტესტი, 24 902 ყოველ მილიონ მოსახლეზე.

თურქულ პრესის ცბობით, დღეს, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა 81 გუბერნატორს გაუგზავნა ცირკულარი და აუწყა მათ, რომ გააუქმა საქალაქო და საქალაქათშორის ტრანსპორტზე ადგილების 50%-ის გამოყენების ვალდებულება და მიანიჭა მათ უფლება თავად, თავიანთ საკურატორო ადგილებში სიტუაციიდან გამომდინარე დატოვონ ან მოხსნან ადგილების გამოყენებაზე ადრე დაწესებული შეზღუდვები.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად