თურქეთში სეზონურად დასაქმების მსურველთათვის კრიტერიუმები დაზუსტდა

დღეიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ შეავსონ სპეციალური ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა. პროცესის კოორდინაციას განახორციელებენ აჭარის მთავრობა, შექმნილი სამუშაო ჯგუფი, თვითმმართველობები და დასაქმების სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს როგორც რეგისტრაციის პროცესს, ასევე შემდგომ მონიტორინგს.

საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ გამგზავრებას თურქეთის რესპუბლიკის ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ გაცემული და ნოტარიულად დამოწმებული 3 თვიანი მოწვევის საფუძველზე.
„საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სურვილი აქვს წავიდეს თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ, შეუძლია ფიზიკური პირის ან თურქეთში რეგისტრირებული იურიდიული პირისგან წარმოადგინოს ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული მიწვევა სამთვიანი დასაქმების შესახებ. შემდეგ კი უნდა შეავსოს აპლიკაცია ელექტრონულად და ატვირთოს ეს დოკუმენტები“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.
2020 წლის 3 აგვისტოს განხორციელდა ცვლილება საქართველოს მთავრობის განკარგულებაში, რომლის თანახმადაც განისაზღვრა საქართველოს მოქალაქის მიერ შრომითი საქმიანობის მიზნით თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრების კრიტერიუმები.
თურქეთში დროებით მომუშავე პირებმა, სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ abroadworkers.moh.gov.ge

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად