თურქეთში, სახლიდან ეზოში ჩასულ ოჯახის წევრებთან კამათის დროს მამაკაცი აივნიდან გადავარდა (ვიდეო)

შემთხვევა თურქეთში, სტამბოლის გარეუბან ჰალკალის ცენტრალურ უბანში მოხდა

33 წლის ტურგაი ე. და მის ნათესავებს შორის სახლში უცნობი მიზეზით დაწყებული კამათის შემდეგ ნათესავები სახლიდან გავიდნენ, თუმცა მათსა და ტურგაის შორის დაპირისპირება არ შეწყვეტილა. ეზოში ჩასულ ნათესავებთან ცხარე კამათი და ტურგაიმ აივნიდან გააგრძელა.
 
ერთ მომენტში, ნათესავებისთვის ნივთების სროლის დროს, ტურგაიმ წონასწორობა დაკარგა და აივნიდან გადავარდა.
 
კამათი და აივნიდან ტურგაის გადავარდნა მობილური ტელეფონით ქუჩის მეორე მხარეს მდებარე სახლი მცხოვრებმა ქალმა გადაიღო. როგორც მისი მამა ამბობს, ტურგაის, მის ძმას და დედას შორის ჩხუბი სახლში დაიწყო. დედა და ძმა გაეცალნენ ტურგაის, თუმცა ტურგაი აივანზე გავიდა და იქედან განაგრძო მათთან ჩხუბი და ნივთების სროლა. აივნიდან გადავარდნის შემდეგ ის სასწრაფოთი გადაიყვანეს საავადმყოფოში და ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად