თურქეთში, ქვანახშირის მაღაროში ექვსი ადამიანი დაიღუპა

თურქეთში, შირნაკის პროვინციაში ქვანახშირის მაღაროში, ექვსი მაღაროელი დაიღუპა. ინფორმაციას ტელეარხი NTV ავრცელებს.

ცნობილია, რომ მაღარო ჩამოინგრა. უბედური შემთხვევის ადგილზე მაშველები და ექიმები მივიდნენ. ტელეარხის ინფორმაციით, ორი მაღაროელი გადარჩა. თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განცხადებით, მაღაროს მუშაობისთვის ლიცენზია არ ჰქონდა. მას ლიცენზია 2013 წელს შეუჩერდა.

2014 წლის გაზაფხულზე თურქეთის ქალაქ სომაში, მაღაროში, სადაც 787 ადამიანი იმყოფებოდა, აფეთქება მოხდა. 420 მეტრის სიღრმეში დასაქმებულები იმის გამო მუშაობდნენ, რომ ელექტროენერგია გაითიშა. შემთხვევის შედეგად 301 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...