თურქეთში ყოველდღიურად დასაქმებულებისთვის შეზღუდვები გაგრძელდა და კომპენსაციები გაიცემა

აჭარის მთავრობის თვმჯდომარის განცხადებით, შეზღუდვები მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე გრძელდება.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, პანდემიის ფონზე არსებობს რისკები რის გამოც, ყოველდღიურად საზღვრის კვეთა ამ ეტაპზე ვერ მოხდება.

“ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვერ დავუშვებთ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში მოხდეს მასობრივი გადადინებები და იმედი მაქვს, ამას ყველა გაგებით მოეკიდება”, – აცხადებს რიჟვაძე. მისივე თქმით, გრძელვადიანი დასაქმების მსურველები, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, უპრობლემოდ შეძლებენ მეზობელ ქვეყანაში გადასვლას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად