თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 18 დაშავდა

თურქეთში, ბინგლის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა.

“ბინგოლში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავდა 18 ადამიანი. ამჟამად არცერთი დაზარალებული არ იმყოფება კრიტიკულ მდგომარეობაში,” – აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ზარალის შესაფასებლად.

პროვინციის აღმასრულებელმა ორგანოებმა განაცხადეს, რომ მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ დღეს თურქეთის პროვინცია ბინგოლის რაიონში 5,7 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად