თურქეთში გრძელდება მიწისძვრის შემდეგ დაწყებული სამძებრო-სამაშველო სამუშაოები
მინისტრის თქმით, ამ დროისთვის ჯერ კიდევ გრძელდება სამაშველო სამუშაოები მიწისძვრის შედეგად დანგრეულ 9 შენობაში.
საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური უბედურებების მართვის სამსახურმა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ მიწისძვრით დაზარალებულ პროვინციას 300 კარავი, 10000 საწოლი და 20000 საბანი მიაწოდა. ყველა დაზარალებული მოქალაქე უზრუნველყოფილია საკვებით, – აღნიშნა მინისტრმა.


