თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 105-მდე გაიზარდა

დასავლეთ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 105-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 1 027-ს მიაღწია, ამის შესახებ რესპუბლიკის საგანგებო და ბუნებრივი კატასტროფების სააგენტო აცხადებს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 102 გარდაცვლილისა და 1 026 დაშავებულის შესახებ.

“ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 105 ადამიანი დაიღუპა, 1 027 კი დაშავდა, მათგან 144 მკურნალობას აგრძელებს საავადმყოფოებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

30 ოქტომბერს ეგეოსის ზღვაში 6,6 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. მისი ეპიცენტრი მდებარეობს იზმირის პროვინციის ქალაქ სეფერიჰისართან. ყველაზე მეტად დაზარალდა თურქეთის ქალაქი იზმირი, სადაც 20-მდე შენობა განადგურდა. რყევები ასევე იგრძნობოდა საბერძნეთის რამდენიმე კუნძულზე. კუნძულ სამოსზე მიწისძვრის შედეგად, ასევე დაიღუპა და დაშავდა ხალხი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად