თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა (ფოტორეპორტაჟი)

მიწისძვრას თურქეთში ცუნამი, ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა

მიწისძვრა იზმირის პროვინციაში მოხდა. მისი ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში იყო. საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური უბედურებების მართვის სამსახურის ცნობით მიწისძვრის მაგნიტუდამ 6,6 შეადგინა, ბოსფორის უნივერსიტეტის მიწისძვრების კვლევითი ინსტიტუტის და კანდილის ობსერვატორიის ცნობით კი 6,8. მიწისძვრის სიღრმე 16,5 კმ იყო. მიწისძვირის შემდეგ წარმოქმნილმა ცუნამმა ზღვის დონის მატება და იზმირის და სეფერიჰისალის ქუჩებში წყლის გადასვლა და შენობების დატბორვა გამოიწვია.

იზმირის ოლქის გუბერნატორის თქმით, იზმირში 20 შენობა დაინგრა. მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ზუსტი ცნობები არ არსებობს. საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური უბედურებების მართვის სამსახური დანამდვილებით 6 დაღუპულის და 202 დაშავებულის შესახებ აცხადებს.






მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად