თურქეთში მიწისქვეშა ბიძგები ისევ მეორდება

კანდილის ობსერვატორიისა და სეისმური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინფორმაციით, მცირე ბიძგები ისევ გაგრძელდება.

ობსერვატორიის დირექტორის განცხადებით, რყევები ეპიცენტრიდან 75 კილომეტრის რადიუსში ისევ გრძელდება და განმეორდება მომავალი დღეების განმავლობაშიც.

„ჩვენ, შესაძლოა, ვიხილოთ 5.5 -5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები. როგორც ყოველთვის ვამბობდით, ამ რეგიონში კიდევ შეიძლება ამ მასშტაბის მიწისძვრა ვიხილოთ“,-განცახდა მედიასთან საუბრისას, ჰალუქ ოზენერმა.
„არ შეიძლება რაიმე შეცდომის დაშვება. ამ ფაქტმა დაგვანახა, რომ ჩვენი ქვეყანა სეისმურად არამდგრადი ქვეყანაა“,-განაცხადა ჰალუქ ოზენერმა.
ძლიერ მიწისძვრას თურქეთში 22 ადამიანი ემსხვერპლა, 1030 კი დაშავდა. მიწისძვრით დაზარალებულთა რიცხვი პერიოდულად იზრდება
თურქეთის საგანგებო სიტუაციათა და სტიქიურ უბედურებათა სამმართველოს ოფიციალური ინფორმაციით, ქალაქ სივრიჯის მახლობლად, მიწისძვრის ზონაში, მიწისქვეშა ბიძგები დილით 07.50 საათზე ისევ განმეორდა. უწყების ინფორმაციით, 4 მაგნიტუდის სიმძლავრის რყევები 11-ჯერ განმეორდა, საერთო ჯამში კი, 272 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად