თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ მხარეში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს (ვიდეო)

აღმოსავლეთ თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო Anadolu ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, დაზარალდა 1.030 ადამიანი.

მოსალოდნელია, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მალე ეწვევა იმ რაიონებს, სადაც მიწისძვრა მოხდა.

რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ხელისუფლება დაზარალებულთა დასახმარებლად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.

„შესაბამისი უწყებები ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ყველა საჭირო ზომას იღებენ “,-განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ელაზიღის პროვინციაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შესახებ “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე.

ერდოღანის განცხადებით, ყველა შესაბამისი სამსახური ყველაფერს აკეთებს, რათა გვერდში დაუდგნენ მიწისძვრის შედეგად  დაზარალებულებს. მან დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა, ხოლო დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.

პარასკევს, 24 იანვარს, გვიან საღამოს, ქალაქ სივრიდჯთან 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შემდეგ 118 განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა, რომელთა სიმძლავრეც 2.7-დან 5.4 მაგნიტუდამდე მერყეობდა.

მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ მხარეში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად