20 დაღუპული და 1 015 დაზარალებული – მიწისძვრის შედეგები თურქეთში

თურქეთის აღმოსავლეთით მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, დაზარალებულთა რაოდენობამ 1 015 ადამიანს მიაღწია, ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ქვეყნის საგანგებო და ბუნებრივი კატასტროფების მართვის ორგანოზე (AFAD) დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ხელისუფლება დაზარალებულთა დასახმარებლად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.

„შესაბამისი უწყებები ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ყველა საჭირო ზომას იღებენ “,-განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ელაზიღის პროვინციაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შესახებ “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე.

ერდოღანის განცხადებით, ყველა შესაბამისი სამსახური ყველაფერს აკეთებს, რათა გვერდში დაუდგნენ მიწისძვრის შედეგად  დაზარალებულებს. მან დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა, ხოლო დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.

პარასკევს, 24 იანვარს, გვიან საღამოს, ქალაქ სივრიდჯთან 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შემდეგ 118 განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა, რომელთა სიმძლავრეც 2.7-დან 5.4 მაგნიტუდამდე მერყეობდა.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, თურქეთისა და მეზობელი ქვეყნების გარდა, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნეს ასევე ერაყში, სირიაში, ლიბანში, სულ დაახლოებით ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა.  მიწისძვრის შედეგად დანგრეულია შენობები, ხოლო კომუნიკაციები შეფერხებებით მუშაობს.

თარგმანი:თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად