თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, დაშავებულია 405 ადამიანი

თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, დაშავებულია 405 ადამიანი. ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ 30 ადამიანს.

ოფიციალურ მონაცემებს, სტიქიური მოვლენებისა და საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი ავრცელებს. დაღუპულებიდან 5 მალატიიდან, ხოლო 13 ელაზიღიდანაა.

რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაეპ ერდოღანნმა, რომლის თქმით გრძელდება ყველა საჭირო ზომის მიღება, მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად.

„შესაბამისი უწყებები იღებენ ყველა საჭირო ზომას, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის“,-განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ელაზიღის პროვინციაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შესახებ ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
ერდორანის განცხადებით, ყველა შესაბამისი სამსახური ყველაფერს აკეთებს, რათა გვერდში დაუდგნენ მიწისძვრიტ დაზარალაბულებს. თურქეთის პრეზიდენტი უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახებს და გამოჯანმრთელებას უსურვებს დაშავებულებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად