თურქეთში, მიწისძვრას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ინფორმაციას ამის შესახებ, თურქეთის შს მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით, თურქული მედია ავრცელებს.

პირველადი ინფორმაციით, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, 4 ადამიანის სიცოცხლე, ელაზიღის პროვინციაში ემსხვერპლა.

მისივი ინფორმაციით, ერთი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები, ისევ გრძელდება. მინისტრის განცხადებით, მიწისძვრამ 10 შენობა დააზიანა.

„4-5 სართულიანი შენობა დაინგრა კურორტ ელაზიღ მადენ გეზინში. ერთი ადამიანი გადარჩა, სამაშველო სამუშაოები გრძელდება“,- აცხადებს თურქეთის შსს მინისტრი.

მისივე ინფორმაციიით, მიწისძვრამ ზარალი მიაყენა, ეპიცენტრთან ახლომდებარე სოფლებს. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის განცხადებით სამხედრო ქვედანაყოფებს მიეცათ შესაბამისი ინსტრუქცია და ისინი უკვე ჩართულები არიან, მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად