თურქეთში, კორონავირუსით ინფიცირებულების 62,02% სრულად განიკურნა

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ფაჰრეტინ კოჩა ტვიტერზე ავრცელებს

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 977 შემთხვევა დაფიქსირდა, 276-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 133 721 შემთხვევაა დაფიქსირებული.

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 57 კაცი, 7-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით 3 641 კაცია გარდაცვლილი.

განკურნებულთა რიგებს განვლილი 24 საათის განმავლობაში 4 782 კაცი შეემატა. ამ დროისთვის სულ განკურნებულია 82 984 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 62,06%.

განვლილ 24 საათში თურქეთში 30 395 ტესტი ჩატარდა. სულ, თურქეთში, ჩატარებულია 1 265 119 ტესტი.

ამ დროისთვის მთელ მსოფლიოში ინფიცირების 3 870 581 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულია 1 326 661 კაცი – 34,28%, ხოლო გარდაცვლილი კი 267 741 – 6,92%

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად