თურქეთში, კორონავირუსით ინფიცირებულების 59,36% სრულად განიკურნა

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ფაჰრეტინ კოჩა ტვიტერზე ავრცელებს

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 253 შემთხვევა დაფიქსირდა, 421-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 131 744 შემთხვევაა დაფიქსირებული.

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 64 კაცი, 5-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით 3 584კაცია გარდაცვლილი.

განკურნებულთა რიგებს განვლილი 24 საათის განმავლობაში 4 917კაცი შეემატა. ამ დროისთვის სულ განკურნებულია 78202 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 59,36%.

განვლილ 24 საათში თურქეთში 30 303 ტესტი ჩატარდა. სულ, თურქეთში, ჩატარებულია 1 234 724 ტესტი.

ამ დროისთვის მთელ მსოფლიოში ინფიცირების 3 777 511 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულია 1 275 151 კაცი – 33,76%, ხოლო გარდაცვლილი კი 261 200 – 6,91%

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად