თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 4747 და გარდაცვალების 98 შემთხვევა დაფიქსირდა

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთი ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ფაჰრეტინ კოჩა ტვიტერზე ავრცელებს

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 4747 შემთხვევა დაფიქსირდა, 691-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.
 
სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 47029 შემთხვევაა დაფიქსირებული.
 
განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 98 კაცი, 2-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.
 
სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით 1006 კაცია გარდაცვლილი.


 
განკურნებულთა რიგებს განვლილი 24 საათის განმავლობაში 281 კაცი შეემატა და ამ დროისთვის სულ 2423 კაცია სრულად განკურნებული.
 
განკურნებულთა შორიასაა 90 წლის ალიე გიუნდიუზი
 
განვლილ 24 საათში თურქეთში 30868 ტესტი ჩატარდა, სულ კი 307210 ტესტია ჩატარებული
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად