თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 3977 და გარდაცვალების 127 შემთხვევა დაფიქსირდა

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთი ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ფაჰრეტინ კოჩა ტვიტერზე ავრცელებს

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 977 შემთხვევა დაფიქსირდა, 194-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 86 306 შემთხვევაა დაფიქსირებული.

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 127კაცი, 6-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით 2 017 კაცია გარდაცვლილი.

განკურნებულთა რიგებს განვლილი 24 საათის განმავლობაში 1 523 კაცი შეემატა და ამ დროისთვის სულ განკურნებულია 11 976 კაცი – ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 13,84%.

განვლილ 24 საათში თურქეთში 35344 ტესტი ჩატარდა, სულ კი 634277 ტესტია ჩატარებული.

ამ დროისთვის მთელ მსოფლიოში ინფიცირების 2 378 727 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებული არის  613 203 კაცი – 25,78%, ხოლო გარდაცვლილი კი 163 886 – 6,89%

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად