თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 3892 და გარდაცვალების 76 შემთხვევა დაფიქსირდა

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთი ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ფაჰრეტინ კოჩა ტვიტერზე ავრცელებს

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 3892 შემთხვევა დაფიქსირდა, 744-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.
 
სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 34109 შემთხვევაა დაფიქსირებული.
 
განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 76 კაცი, 1-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.
 
სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით 725 კაცია გარდაცვლილი.
 
განკურნებულთა რიგებს განვლილი 24 საათის განმავლობაში 256 კაცი შეემატა და ამ დროისთვის სულ 1582 კაცია სრულად განკურნებული.
 
განვლილ 24 საათში თურქეთში 20023 ტესტი ჩატარდა, სულ კი 222868 ტესტია ჩატარებული
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად