თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 3148 და გარდაცვალების 75 შემთხვევა დაფიქსირდა

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთი ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ფაჰრეტინ კოჩა ტვიტერზე ავრცელებს

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 3148 შემთხვევა დაფიქსირდა, 13-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 30217 შემთხვევაა დაფიქსირებული.

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 75 კაცი, 2-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.
სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით 649 კაცია გარდაცვლილი.
განკურნებულთა რიგებს განვლილი 24 საათის განმავლობაში 284 კაცი შეემატა და ამ დროისთვის სულ 1326 კაცია სრულად განკურნებული.
განვლილ 24 საათში თურქეთში 21400 ტესტი ჩატარდა, სულ კი 202845 ტესტია ჩატარებული
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად