თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 3116 და გარდაცვალების 115 შემთხვევა დაფიქსირდა

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ფაჰრეტინ კოჩა ტვიტერზე ავრცელებს

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 116 შემთხვევა დაფიქსირდა, 33-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 101 790 შემთხვევაა დაფიქსირებული.

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 115 კაცი, 2-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით 2 491 კაცია გარდაცვლილი.

განკურნებულთა რიგებს განვლილი 24 საათის განმავლობაში 2 014 კაცი შეემატა და ამ დროისთვის სულ განკურნებულია 18 491 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 18,17%.

განვლილ 24 საათში თურქეთში 40 962 ტესტი ჩატარდა, სულ კი 791906 ტესტია ჩატარებული.

ამ დროისთვის მთელ მსოფლიოში ინფიცირების 2 692 579 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულია 738 428 კაცი – 27,42%, ხოლო გარდაცვლილი კი 188 059 – 6,98%

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად