თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 3013 და გარდაცვალების 76 შემთხვევა დაფიქსირდა

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთი ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ფაჰრეტინ კოჩა ტვიტერზე ავრცელებს

 

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 3013 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, წინა 24 საათთან შედარებით 227-ით მეტი.
სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 23934 შემთხვევაა დაფიქსირებული.
განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 76 კაცი, 7-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.
სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით 501 კაცია გარდაცვლილი

განკურნებულთა რიგებს განვლილი 24 საათის განმავლობაში 302 კაცი შეემატა და ამ დროისთვის სულ 786 კაცია სრულად განკურნებული.

დღეს, თურქეთში 19664 კაცს ჩაუტარდა ტესტირება, სულ კი 161380 კაცს აქვს გავლილი ტესტირება.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად