თურქეთში, კორონავირუსის ახალი შემთხვევების 87% არავაქცინირებულ პირებზე მოდის

ამის შესახებ საგანგებო პრესკონფერენციაზე თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ განაცხადა, მისი თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ახალი შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა და მათი დიდი ნაწილი არავაქცინირებულ პირებზე მოდის.

“ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ აიღოს თავზე პასუხისმგებლობა და გაიკეთონ აცრა, რათა დროულად შევძლოთ ამ პანდემიასთან გამკლავება. მე ნამდვილად არ მინდა უკან დავაბრუნოთ ისევ შეზღუდვები და საგანგებო მდგომარეობა” – განაცხადა მინისტრმა.

28 ივლისს თურქეთში კორონავირუსის 22 291 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 76 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. 27 ივლისს ფაჰრეთინ ქოჯამ განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა პანდემიის კონტროლს ართულებს.

19 ივლისს, თურქეთის ტურიზმის მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლება საზღვრების ჩაკეტვას არ გამორიცხავს, თუ ე.წ. ინდური შტამის გავრცელება კონტროლიდან გამოვა.

კომენტარები
იტვირთება...