თურქეთში, ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევების იკლებს: ინფიცირება – 1983; გარდაცვალება – 78

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ფაჰრეტინ კოჩა ტვიტერზე ავრცელებს

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 983 შემთხვევა დაფიქსირდა, 205-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

ინფიცირებულთა უფრო მცირე რაოდენობა თურქეთში ბოლოს 30 მარტს დაფიქსირდა.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 124 375 შემთხვევაა დაფიქსირებული.

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 78 კაცი, 6-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

კორონავირუსით, თურქეთში, უფრო ნაკლები, დღის განმავლობაში, ბოლოს 7 აპრილს გარდაიცვალა.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით 3 332კაცია გარდაცვლილი.

განკურნებულთა რიგებს განვლილი 24 საათის განმავლობაში 4451 კაცი შეემატა. ამ დროისთვის სულ განკურნებულია 58259 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 46,84%.

განვლილ 24 საათში თურქეთში 36 318 ტესტი ჩატარდა. სულ, თურქეთში, ჩატარებულია 1 111 366 ტესტი.

ამ დროისთვის მთელ მსოფლიოში ინფიცირების 3 445 519 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულია 1 102 408 კაცი – 32,00%, ხოლო გარდაცვლილი კი 242 594 – 7,04%

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად