თურქეთში, ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევების იკლებს: ინფიცირება – 1670; გარდაცვალება – 61

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ფაჰრეტინ კოჩა ტვიტერზე ავრცელებს

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 670 შემთხვევა დაფიქსირდა, 313-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.
 
ინფიცირებულთა უფრო მცირე რაოდენობა თურქეთში ბოლოს 30 მარტს დაფიქსირდა.
 
სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 126 045 შემთხვევაა დაფიქსირებული.
 
განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 61 კაცი, 17-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.
 
კორონავირუსით, თურქეთში, უფრო ნაკლები, დღის განმავლობაში, ბოლოს 31 მარტს გარდაიცვალა.
 
სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით 3 397 კაცია გარდაცვლილი.
 
განკურნებულთა რიგებს განვლილი 24 საათის განმავლობაში 4892 კაცი შეემატა. ამ დროისთვის სულ განკურნებულია 63151 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 50,10%.
 
განვლილ 24 საათში თურქეთში 24 001 ტესტი ჩატარდა. სულ, თურქეთში, ჩატარებულია 1 135 367 ტესტი.
 
ამ დროისთვის მთელ მსოფლიოში ინფიცირების 3 523 355 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულია 1 141 898 კაცი – 32,41%, ხოლო გარდაცვლილი კი 246 394 – 6,99%
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად