თურქეთში, ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევები იკლებს: ინფიცირება – 2188; გარდაცვალება – 84

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ფაჰრეტინ კოჩა ტვიტერზე ავრცელებს

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 188 შემთხვევა დაფიქსირდა, 427-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 122 392 შემთხვევაა დაფიქსირებული.

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 84 კაცი, 9-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

კორონავირუსით, თურქეთში, უფრო ნაკლები, დღის განმავლობაში, ბოლოს 7 აპრილს გარდაიცვალა.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით 3 258 კაცია გარდაცვლილი.

განკურნებულთა რიგებს განვლილი 24 საათის განმავლობაში 4922 კაცი შეემატა. ამ დროისთვის სულ განკურნებულია 53808 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 43,96%.

განვლილ 24 საათში თურქეთში 41 431 ტესტი ჩატარდა. სულ, თურქეთში, ჩატარებულია 1 075 048 ტესტი.
ამ დროისთვის მთელ მსოფლიოში ინფიცირების 3 358 148 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულია 1 067 703 კაცი – 31,79%, ხოლო გარდაცვლილი კი 237 087 – 7,06%

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად