თურქეთში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 55 კაცი გარდაიცვალა და 1635 დაინფიცირდა

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ფაჰრეტინ კოჩა ტვიტერზე ავრცელებს

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 1635 შემთხვევა დაფიქსირდა, 4-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 144 749 შემთხვევაა დაფიქსირებული.

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 55 კაცი, 3-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით 4 007 კაცია გარდაცვლილი.

განკურნებულთა რიგებს განვლილი 24 საათის განმავლობაში 2315 კაცი შეემატა. ამ დროისთვის სულ განკურნებულია 104030 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 71,87%.

განვლილ 24 საათში თურქეთში 34 841 ტესტი ჩატარდა. სულ, თურქეთში, ჩატარებულია 1 508 824 ტესტი.

ამ დროისთვის მთელ მსოფლიოში ინფიცირების 4 485 204 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულია 1 687 315 კაცი – 37,62%, ხოლო გარდაცვლილი კი 300 618 – 6,70%

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად