თურქეთში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 50 კაცი გარდაიცვალა და 1546 დაინფიცირდა

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ფაჰრეტინ კოჩა ტვიტერზე ავრცელებს

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 546 შემთხვევა დაფიქსირდა, 302-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 137 115 შემთხვევაა დაფიქსირებული.

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 50 კაცი, 2-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით 3 739 კაცია გარდაცვლილი.

განკურნებულთა რიგებს განვლილი 24 საათის განმავლობაში 3 084 კაცი შეემატა. ამ დროისთვის სულ განკურნებულია 89480 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 65,26%.

განვლილ 24 საათში თურქეთში 35 605 ტესტი ჩატარდა. სულ, თურქეთში, ჩატარებულია 1 334 411 ტესტი.

ამ დროისთვის მთელ მსოფლიოში ინფიცირების 4 057 681 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულია 1 414 507 კაცი – 34,86%, ხოლო გარდაცვლილი კი 277 941 – 6,85%

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად