თურქეთში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 48 კაცი გარდაიცვალა და 1848 დაინფიცირდა

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ფაჰრეტინ კოჩა ტვიტერზე ავრცელებს

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 848 შემთხვევა დაფიქსირდა, 129-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 135 569 შემთხვევაა დაფიქსირებული.

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 48 კაცი, 9-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით 3 689 კაცია გარდაცვლილი.

განკურნებულთა რიგებს განვლილი 24 საათის განმავლობაში 3 412 კაცი შეემატა. ამ დროისთვის სულ განკურნებულია 86396 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 63,73%.

განვლილ 24 საათში თურქეთში 33 687 ტესტი ჩატარდა. სულ, თურქეთში, ჩატარებულია 1 298 806 ტესტი.

ამ დროისთვის მთელ მსოფლიოში ინფიცირების 3 967 808 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულია 1 367 337 კაცი – 34,46%, ხოლო გარდაცვლილი კი 273 534 – 6,89%

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად