თურქეთში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 44 კაცი გარდაიცვალა და 1368 დაინფიცირდა

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ფაჰრეტინ კოჩა ტვიტერზე ავრცელებს

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 1368 შემთხვევა დაფიქსირდა, 242-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 149 435 შემთხვევაა დაფიქსირებული.

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 44 კაცი, 3-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით 4 140 კაცია გარდაცვლილი.

განკურნებულთა რიგებს განვლილი 24 საათის განმავლობაში 1 825 კაცი შეემატა. ამ დროისთვის სულ განკურნებულია 109962 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 73.59%.

განვლილ 24 საათში თურქეთში 35 369 ტესტი ჩატარდა. სულ, თურქეთში, ჩატარებულია 1 624 994 ტესტი.

ამ დროისთვის მთელ მსოფლიოში ინფიცირების 4 765 966 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულია 1 842 683 კაცი – 38,66%, ხოლო გარდაცვლილი კი 314 319 – 6,60%

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად