თურქეთში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 41 კაცი გარდაიცვალა და 1610 დაინფიცირდა

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ფაჰრეტინ კოჩა ტვიტერზე ავრცელებს

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 1610 შემთხვევა დაფიქსირდა, 98-ით მნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 148 067 შემთხვევაა დაფიქსირებული.

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 41 კაცი, 7-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

კორონავირუსით დღის განმავლობაში გარდაცვლილთა უფრო ნაკლები რაოდენობა თურქეთში ბოლოს 30 მარტს დაფიქსირდა.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით 4 096 კაცია გარდაცვლილი.

განკურნებულთა რიგებს განვლილი 24 საათის განმავლობაში 2 004 კაცი შეემატა. ამ დროისთვის სულ განკურნებულია 108 137 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 73.03%.

განვლილ 24 საათში თურქეთში 42 236 ტესტი ჩატარდა. სულ, თურქეთში, ჩატარებულია 1 589 625 ტესტი.

 
ამ დროისთვის მთელ მსოფლიოში ინფიცირების 4 681 446 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულია 1 790 507 კაცი – 38,25%, ხოლო გარდაცვლილი კი 310 614 – 6,63%
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად