თურქეთში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 32 კაცი გარდაიცვალა და 1186 დაინფიცირდა

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ფაჰრეტინ კოჩა ტვიტერზე ავრცელებს

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 1141 შემთხვევა დაფიქსირდა, 45-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით დაფიქსირებულია ინფიცირების 156827 შემთხვევა – 1886 ყოველ მილიონ მოსახლეზე.

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში 32 კაცი გარდაიცვალა კორონავირუსით, იმდენივე, რამდენიც წინა 24 საათში.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით 4 340 კაცია გარდაცვლილი.

კორონავირუსით სიკვდილიანობა თურქეთში 2,77-ის ტოლია, გარდაცვალების სიხშირიანობა კი 52,2-ის.

განკურნებულთა რიგებს განვლილი 24 საათის განმავლობაში 1 092 კაცი შეემატა. ამ დროისთვის სულ განკურნებულია 118694 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 75,68%.

განვლილ 24 საათში თურქეთში 24 589 ტესტი ჩატარდა. სულ, თურქეთში, ჩატარებულია 1 832 262 ტესტი, 22 308 ყოველ მილიონ მოსახლეზე.

ამ დროისთვის მთელ მსოფლიოში ინფიცირების 5 458 669 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულია 2 284 842 კაცი – 41,86%, ხოლო გარდაცვლილი კი 345 166 – 6,32%

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად