თურქეთში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 32 კაცი გარდაიცვალა და 1 186 დაინფიცირდა

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ფაჰრეტინ კოჩა ტვიტერზე ავრცელებს

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 1186 შემთხვევა დაფიქსირდა, 234-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 155 686 შემთხვევაა დაფიქსირებული.

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 32 კაცი, 5-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით 4 308 კაცია გარდაცვლილი.

განკურნებულთა რიგებს განვლილი 24 საათის განმავლობაში 1 491 კაცი შეემატა. ამ დროისთვის სულ განკურნებულია 117602 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 75,54%.

განვლილ 24 საათში თურქეთში 40 178 ტესტი ჩატარდა. სულ, თურქეთში, ჩატარებულია 1 807 673 ტესტი.

ამ დროისთვის მთელ მსოფლიოში ინფიცირების 5 369 065 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულია 2 224 002 კაცი – 41,42%, ხოლო გარდაცვლილი კი 342 396 – 6,41%

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად