თურქეთში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 31 კაცი გარდაიცვალა და 1158 დაინფიცირდა

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ფაჰრეტინ კოჩა ტვიტერზე ავრცელებს

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 158 შემთხვევა დაფიქსირდა, 210-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 150 593 შემთხვევაა დაფიქსირებული.

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 კაცი, 13-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

დღის განმავლობაში გარდაცვლილთა უფრო ნაკლები რაოდენობა თურქეთში ბოლოს 29 მარტს იყო

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით 4 171 კაცია გარდაცვლილი.

განკურნებულთა რიგებს განვლილი 24 საათის განმავლობაში 1 615 კაცი შეემატა. ამ დროისთვის სულ განკურნებულია 111 577 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 74,09%.

განვლილ 24 საათში თურქეთში 25 141 ტესტი ჩატარდა. სულ, თურქეთში, ჩატარებულია 1 650 135 ტესტი.

ამ დროისთვის მთელ მსოფლიოში ინფიცირების 4 853 663 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულია 1 882 531 კაცი – 38,79%, ხოლო გარდაცვლილი კი 318 261 – 6,56%

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად