თურქეთში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 30 კაცი გარდაიცვალა და 1182 დაინფიცირდა

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ფაჰრეტინ კოჩა ტვიტერზე ავრცელებს

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 182 შემთხვევა დაფიქსირდა, 147-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით დაფიქსირებულია ინფიცირების 160 979 შემთხვევა – 1 936 ყოველ მილიონ მოსახლეზე.

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში 30 კაცი გარდაიცვალა კორონავირუსით, 4-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით 4 461 კაცია გარდაცვლილი.

კორონავირუსით სიკვდილიანობა თურქეთში 2,77-ის ტოლია, გარდაცვალების სიხშირიანობა კი 53,6-ის.

განკურნებულთა რიგებს განვლილი 24 საათის განმავლობაში 1 576 კაცი შეემატა. ამ დროისთვის სულ განკურნებულია 124 369 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 77,26%.

განვლილ 24 საათში თურქეთში 33 559 ტესტი ჩატარდა. სულ, თურქეთში, ჩატარებულია 1 928 209 ტესტი, 23 188 ყოველ მილიონ მოსახლეზე.

ამ დროისთვის მთელ მსოფლიოში ინფიცირების 5 854 027 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულია 2 539 969 კაცი – 43,39%, ხოლო გარდაცვლილი კი 359 808 – 6,15%

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად