თურქეთში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 28 კაცი გარდაიცვალა და 1141 დაინფიცირდა

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ფაჰრეტინ კოჩა ტვიტერზე ავრცელებს

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 141 შემთხვევა დაფიქსირდა, 41-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით დაფიქსირებულია ინფიცირების 162 120 შემთხვევა – 1 950 ყოველ მილიონ მოსახლეზე.

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში 28 კაცი გარდაიცვალა კორონავირუსით, 2-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით 4 489 კაცია გარდაცვლილი.

კორონავირუსით სიკვდილიანობა თურქეთში 2,77-ის ტოლია, გარდაცვალების სიხშირიანობა კი 54,0-ის.

განკურნებულთა რიგებს განვლილი 24 საათის განმავლობაში 1 594 კაცი შეემატა. ამ დროისთვის სულ განკურნებულია 125 963 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 77,70%.

განვლილ 24 საათში თურქეთში 36 155 ტესტი ჩატარდა. სულ, თურქეთში, ჩატარებულია 1 964 364 ტესტი, 23 623 ყოველ მილიონ მოსახლეზე.

ამ დროისთვის მთელ მსოფლიოში ინფიცირების 5 963 952 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულია 2 628 670 კაცი – 44,08%, ხოლო გარდაცვლილი კი 364 007 – 6,10%

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად