ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ფაჰრეტინ კოჩა ტვიტერზე ავრცელებს
განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 961 შემთხვევა დაფიქსირდა, 11-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.
დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა უფრო ნაკლები რაოდენობა თურქეთში ბოლოს 25 მარტს დაფიქსირდა.
სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 153 548 შემთხვევაა დაფიქსირებული.
განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 27 კაცი, 4-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.
სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით 4 249 კაცია გარდაცვლილი.
განკურნებულთა რიგებს განვლილი 24 საათის განმავლობაში 1 003 კაცი შეემატა. ამ დროისთვის სულ განკურნებულია 114990 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 74,89%.
განვლილ 24 საათში თურქეთში 33 633 ტესტი ჩატარდა. სულ, თურქეთში, ჩატარებულია 1 729 988 ტესტი.
ამ დროისთვის მთელ მსოფლიოში ინფიცირების 5 137 155 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულია 2 049 576 კაცი – 39,90%, ხოლო გარდაცვლილი კი 331 496 – 6,45%