თურქეთში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 27 კაცი გარდაიცვალა და 952 დაინფიცირდა

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ფაჰრეტინ კოჩა ტვიტერზე ავრცელებს

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 952 შემთხვევა დაფიქსირდა, 9-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა უფრო ნაკლები რაოდენობა თურქეთში ბოლოს 25 მარტს დაფიქსირდა.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 154 500 შემთხვევაა დაფიქსირებული.

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 27 კაცი, იმდენივე, რაც წინა 24 საათში.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით 4 276 კაცია გარდაცვლილი.

განკურნებულთა რიგებს განვლილი 24 საათის განმავლობაში 1 121 კაცი შეემატა. ამ დროისთვის სულ განკურნებულია 116111 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 75,11%.

განვლილ 24 საათში თურქეთში 37 507 ტესტი ჩატარდა. სულ, თურქეთში, ჩატარებულია 1 767 495 ტესტი.

ამ დროისთვის მთელ მსოფლიოში ინფიცირების 5 253 891 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულია 2 121 617 კაცი – 40,38%, ხოლო გარდაცვლილი კი 336 641 – 6,41%

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად