თურქეთში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 26 კაცი გარდაიცვალა და 983 დაინფიცირდა

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ფაჰრეტინ კოჩა ტვიტერზე ავრცელებს

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 983 შემთხვევა დაფიქსირდა, 158-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით დაფიქსირებულია ინფიცირების 163 103 შემთხვევა – 1 961 ყოველ მილიონ მოსახლეზე.

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში 26 კაცი გარდაიცვალა კორონავირუსით, 2-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით 4 515 კაცია გარდაცვლილი.

კორონავირუსით სიკვდილიანობა თურქეთში 2,77-ის ტოლია, გარდაცვალების სიხშირიანობა კი 54,3-ის.

განკურნებულთა რიგებს განვლილი 24 საათის განმავლობაში 1 021 კაცი შეემატა. ამ დროისთვის სულ განკურნებულია 126 984 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 77,86%.

განვლილ 24 საათში თურქეთში 39 230 ტესტი ჩატარდა. სულ, თურქეთში, ჩატარებულია 2 003 594 ტესტი, 24 095 ყოველ მილიონ მოსახლეზე.

გუშინ თურქეთში მარტის შუა რიცხვებიდან დაკეტილი მეჩეთების ნაწილი გაიხსნა. ყველას, ვინც პარასკევის ნამაზზე მეჩეთში მივიდა სამედიცინო ნიღბები ჰქონდათ გაკეთებული. მთავრობის მიერ დადგენილი წესის თანახმად, მეჩეთში შესვლამდე ყველას ტემპერატურას უზომავდნენ, მეჩეთში კი ადგილები დადგენილი უსაფრთხო დისტანციის შესაბამისად იყო მონიშნული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად