ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ფაჰრეტინ კოჩა ტვიტერზე ავრცელებს
სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 152 587 შემთხვევაა დაფიქსირებული.
განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 23 კაცი, 5-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.
დღის განმავლობაში გარდაცვლილთა უფრო ნაკლები რაოდენობა თურქეთში ბოლოს 29 მარტს იყო.
სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით 4 222 კაცია გარდაცვლილი.
განკურნებულთა რიგებს განვლილი 24 საათის განმავლობაში 1 092 კაცი შეემატა. ამ დროისთვის სულ განკურნებულია 113987 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 74,70%.
განვლილ 24 საათში თურქეთში 20 838 ტესტი ჩატარდა. სულ, თურქეთში, ჩატარებულია 1 696 355 ტესტი.
ამ დროისთვის მთელ მსოფლიოში ინფიცირების 5 035 279 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულია 1 987 399 კაცი – 39,47%, ხოლო გარდაცვლილი კი 326 224 – 6,48%