თურქეთში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 22 კაცი გარდაიცვალა და 786 დაინფიცირდა

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ფაჰრეტინ კოჩა ტვიტერზე ავრცელებს

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 786 შემთხვევა დაფიქსირდა, 41-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

დღის განმავლობაში ინფიცირებულთა უფრო ნაკლები რაოდენობა თურქეთში ბოლოს 25 მარტს დაფიქსირდა.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით დაფიქსირებულია ინფიცირების 165 555 შემთხვევა – 1 991 ყოველ მილიონ მოსახლეზე.

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში 22 კაცი გარდაიცვალა კორონავირუსით, 1-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

დღის განმავლობაში გარდაცვლილთა უფრო ნაკლები რაოდენობა თურქეთში ბოლოს 28 მარტს დაფიქსირდა

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით 4 585 კაცია გარდაცვლილი.

კორონავირუსით სიკვდილიანობა თურქეთში 2,77-ის ტოლია, გარდაცვალების სიხშირიანობა კი 55,1-ის.

განკურნებულთა რიგებს განვლილი 24 საათის განმავლობაში 974 კაცი შეემატა. ამ დროისთვის სულ განკურნებულია 129 921 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 78,48%.

განვლილ 24 საათში თურქეთში 32 325 ტესტი ჩატარდა. სულ, თურქეთში, ჩატარებულია 2 103 044 ტესტი, 25 291 ყოველ მილიონ მოსახლეზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად