თურქეთში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 21 კაცი გარდაიცვალა და 878 დაინფიცირდა

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ფაჰრეტინ კოჩა ტვიტერზე ავრცელებს

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 878 შემთხვევა დაფიქსირდა, 52-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით დაფიქსირებულია ინფიცირების 169 218 შემთხვევა – 2 035 ყოველ მილიონ მოსახლეზე.

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში 21 კაცი გარდაიცვალა კორონავირუსით, 3-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით 4 669 კაცია გარდაცვლილი.

კორონავირუსით სიკვდილიანობა თურქეთში 2,76-ის ტოლია, გარდაცვალების სიხშირიანობა კი 56,1-ის.

განვლილი 24 საათის განმავლობაში 1922 კაცი განიკურნა. სულ განკურნებულია 135 322 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 79,97%.

განვლილ 24 საათში თურქეთში 35 846 ტესტი ჩატარდა. სულ ჩატარებულია 2 303 258 ტესტი – 27 698 ყოველ მილიონ მოსახლეზე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად