თურქეთში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 1542 კაცი დაინფიცირდა და 47 გარდაიცვალა, ნაკლები შემთხვევები ბოლოს 26 და 31 მარტს იყო

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ფაჰრეტინ კოჩა ტვიტერზე ავრცელებს

 

ანვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 542 შემთხვევა დაფიქსირდა, 2-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 138 657 შემთხვევაა დაფიქსირებული.

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 47 კაცი, 3-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით 3 786 კაცია გარდაცვლილი.

განკურნებულთა რიგებს განვლილი 24 საათის განმავლობაში 3 211 კაცი შეემატა. ამ დროისთვის სულ განკურნებულია 92691 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 66,85%.

განვლილ 24 საათში თურქეთში 36 187 ტესტი ჩატარდა. სულ, თურქეთში, ჩატარებულია 1 330 598 ტესტი.

ამ დროისთვის მთელ მსოფლიოში ინფიცირების 4 146 284 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულია 1 463 003 კაცი – 35,28%, ხოლო გარდაცვლილი კი 281 969 – 6,80%

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად