თურქეთში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 1114 კაცი დაინფიცირდა და 55 გარდაიცვალა

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ფაჰრეტინ კოჩა ტვიტერზე ავრცელებს

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 1114 შემთხვევა დაფიქსირდა, 428-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

დღის განმავლობაში ინფიცირების უფრო ნაკლები შემთხვევა თურქეთში ბოლოს 25 მარტს დაფიქსირდა.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 139 771 შემთხვევაა დაფიქსირებული.

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 55 კაცი, 8-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით 3 841 კაცია გარდაცვლილი.

განკურნებულთა რიგებს განვლილი 24 საათის განმავლობაში 3 089 კაცი შეემატა. ამ დროისთვის სულ განკურნებულია 95 780 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 68,53%.

განვლილ 24 საათში თურქეთში 32 722 ტესტი ჩატარდა. სულ, თურქეთში, ჩატარებულია 1 403 320 ტესტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად