თურქეთში, განვლილ 24 საათში, 2615 ინფიცირებული გამოვლინდა და 4846 ადრე დაინფიცირებული განიკურნა

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ფაჰრეტინ კოჩა ტვიტერზე ავრცელებს

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 615 შემთხვევა დაფიქსირდა, 321-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 120 204 შემთხვევაა დაფიქსირებული.

განვლილი 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 93 კაცი, 4-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ამ დროისთვის, თურქეთში კორონავირუსით 3 174 კაცია გარდაცვლილი.

განკურნებულთა რიგებს განვლილი 24 საათის განმავლობაში 4846 კაცი შეემატა. ამ დროისთვის სულ განკურნებულია 48886 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 40,67%.

განვლილ 24 საათში თურქეთში 42 004 ტესტი ჩატარდა. სულ, თურქეთში, ჩატარებულია 1 033 617 ტესტი.

ამ დროისთვის მთელ მსოფლიოში ინფიცირების 3 263 492 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულია 1 030 798 კაცი – 31,58%, ხოლო გარდაცვლილი კი 230 443 – 7,06%

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად